თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დღეს შვილის პანაშვიდს, ხვალ კი დაკრძალვას დაესწრება,
თუმცა მისი ტრანპორტირების რეკომენდაციას ექიმები არ იძლევიან.
პოლკოვნიკის ძმის სახლში გადაყვანაზე პასუხისმგებლობას მისი ახლობლები იღებენ.
გუგეშაშილს შვილის გარდაცვალების ამბავს დღეს შეატყობინებენ.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესადაა, მაგრამ მისი გადაადგილება საშიშია. უბრალოდ, რომ არ ვუთხრათ გამორიცხულია და ისიც არ გაჩერდება. ექიმები რეკომენდაციას არ იძლევიან, ამიტომ ხელი უნდა მოვუწეროთ, რადგან დოდო მაინც არ გაჩერდება.
კითხვები მაქვს გასროლებთან დაკავშირებით, არის გამჭოლი ჭრილობა, რომელმაც ორივე ფილტვი დააზიანა, ხორხი და საძილე არტერიაც“- განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა, რა დროსაც მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა, თავად პოლკოვნიკი კი დაიჭრა.
