შსს-ს სასაზღვრო პოლიციას აშშ-ის დელეგაცია ეწვია
შსს-ს სასაზღვრო პოლიციას აშშ-ის დელეგაცია ეწვია
10:06 14.02.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ეწვია. აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მრჩეველს, მონიკა დორადოს, გლობალურ საზღვაო საფრთხეებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრის (GMCC) დირექტორის მოადგილეს, ბრაიან უილსონს და აშშ-ს სანაპირო დაცვის საერთაშორისო ურთიერთობების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში საქართველოს მიმართულების კურატორს, შუიტ ჰაბტემაიკლს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ უმასპინძლა.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის მისიასა და ამოცანებზე, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

ბეჭდვა