შეიარაღებული თავდასხმების ბრალდებით კიევში 4 ქართველი დააკავეს
შეიარაღებული თავდასხმების ბრალდებით კიევში 4 ქართველი დააკავეს
11:10 14.02.2018
კიევში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. გამოძიება მათ 300 ათასი დოლარის გატაცებას და შეიარაღებულ თავდასხმებს ედავება. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია ყაჩაღურ თავდასხმებზე, რომლებიც კიევში გასულ წელს მოხდა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 5-დან 15 წლამდე პატიმრობა ელით.

ბეჭდვა