გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს. შემთხვევა რამდენიმე დღის
წინ მოხდა. ის ერთ-ერთი საკნის საპირფარეშოში თანასაკნელებმა ნახეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამ დრომდე მძიმეა. მას მკურნალობა ღუდუშაურის კლინიკაში უტარდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.
