თბილისში, ჭავჭავაძის 37 ნომერში მდებარე დევნილთა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში
ცეცხლი გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ვაკის გამგეობაში განმარტავენ, ოჯახების ქირით გაყვანას მერია უზრუნველყოფს.
„გამგეობა უზრუნველყოფს აქ მაცხოვრებელი ოჯახების ქირით გაყვანას. მოხდება ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა, ასევე ხარჯთაღრიცხვის გაკეთებაც, თუ რა ზიანი მიადგა მოქალაქეებს და შეძლებისდაგვარად მუნიციპალიტეტი, მერია გვერდში დაუდგება დაზარალებულებს,“-განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ.
