თადარიგის პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის მეგობრის, დავით მუხიგულის განცხადებით, ადამიანი,
რომელიც გუგეშაშვილის ოჯახს დაესხა თავს, დაქირავებული მკვლელი რომ ყოფილიყო, შორიდან ესროდა მათ.
მისივე თქმით, პოლკოვნიკის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ქალბატონი დოდოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დრენაჟი ამოღებულია, არავითარი საშიშროება არ არის გარდა იმისა, როგორი იქნება მისი მდგომარეობა შვილის ამბის გაგების შემდეგ, არ ვიცით.
დოდო თუ არ იცნობდა კარებს არ გაუღებდა. შვილმა თუ გააღო მერე შიგნით რა ლაპარაკი იყო, ეს უკვე მე არ ვიცი. დაქირავებული მკვლელი რომ იყოს გარეთ რომ გამოვიდოდა ის ბიჭი შორიდან ესროდა“- განაცხადა მუხიგულმა.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა, რა დროსაც მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი დაიღუპა, თავად პოლკოვნიკი კი დაიჭრა.
