ადვოკატი: იყო მიზანი, რომ მკვლელს დოდო გუგეშაშვილთან ნაცნობობა დაემყარებინა, რათა მისი მოკვლის საშუალება ჰქონოდა
ადვოკატი: იყო მიზანი, რომ მკვლელს დოდო გუგეშაშვილთან ნაცნობობა დაემყარებინა, რათა მისი მოკვლის საშუალება ჰქონოდა
12:52 13.02.2018
დოდო გუგეშაშვილის ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, დამნაშავემ მას გარკვეული ხნის წინ საქმე შესთავაზა, რათა ურთიერთობა ჰქონოდათ და ნდობაში შესულიყო.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მკვლელს უშუალოდ დოდო გუგეშაშვილის მოკვლა უნდოდა.

„ორი ადამიანი, რომელიც დაელაპარაკა, საერთო ნაცნობები დაუსახელა და რაღაც საერთო საქმე შესთავაზა, რომელიც 3-4 თვის შუალედით ხვდებოდა და ესაუბრებოდა, ეს არ არის ნდობაში შესვლა, ეს არის ჩვეულებრივი ნაცნობობა. იყო მიზანი, რომ მასთან ნაცნობობა დაემყარებინა, რომ მისი მოკვლის საშუალება ჰქონოდა. დოდო არ ფიქრობს და ერთი წუთითაც არ ივლებს თავში, რომ მისი შვილი გარდაცვლილია. სამწუხაროდ, დღეს ან ხვალ ეტყვიან და დიდი შოკი მოელის,“- განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს თავს 7 თებერვალს, საკუთარ სახლში დაესხნენ. შემთვევის შედეგად 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ბეჭდვა