ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდებარე მაღაზიაში აფეთქება მოხდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მარკეტი მთლიანად დაზიანდა.
ინციდენტი ღამით მოხდა.
ადგილობრივების ნაწილის განცხადებით, მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს, ნაწილის განმარტებით კი, შესაძლოა, მაღაზიაში პიროტექნიკა აფეთქებულიყო.
