თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი, რომელიც ორი დღის წინ საკუთარ სახლში დაჭრეს, მართვით
სუნთქვიდან გამორთეს.
პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის გადაიყვანენ მას პალატაში.
ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ამჟამად ხელოვნური სუნთქვიდან მოხსნილია. ჰემოდინამიკა სტაბილურია. კონტაქტი პაცინეტთან მყარდება.
დამაკმაყოფილებლად ფასდება მისი მდგომარეობა. სტაბილურად მძიმე ქვია ამ ვითარებას. ჯერ-ჯერობით უნდა გაგრძელდეს ჩვენთან მკურნალობა, დაკვირვება. ზუსტი დროის დასახელება გამიჭირდება, თუ როდის გადაიყვანენ რეანიმაციიდან“- განაცხადა ნიკა ქარცივაძემ.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში გულის არეში გამჭოლი ჭრილობის გამო ოპერაცია ჩაუტარდა. ის მის ოჯახზე 7 თებერვალს განხორციელებული თავდასხმისას დაჭრეს. შემთხვევის დროს გარდაიცვალა მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი.
