თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი შესაძლოა დღეს კლინიკაში დაკითხონ.
როგორც გუგეშაშვილის მეგობარი აცხადებს, დაჭრილ პოლკოვნიკს, რომელიც ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, დღეს კი სავარაუდოდ პალატაში გადაიყვანენ.
„მე რამდენჯერაც ქალბატონ დოდოს სახლტან მივსულვარ კითხულობდა, რომელი ხარ და როცა ვეუბნებოდი ჩემს სახელს და გვარს მაშინ აღებდა. ამიტომ ის უცხოს კარს არ გაუღებდა.
ალბათ გაესაუბრება სამართალდამცავეს, როდესაც პალატაში გადაიყვანენ“- განაცხადა დოდო გუგეშაშვის მეგობარმა დავით მუხიგულმა.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილს, რომელიც 7 თებერვალს დილით მის ოჯახზე თავდასხმისას დაჭრეს, ოპერაცია გულის არეში ჩაუტარდა. შემთხვევისასვე მოკლეს მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
