ვარკეთილის პოლიციის განყოფილებაში „ყვარელრემმშენის“ ხელმძღვანელი პირები დაკითხეს
ვარკეთილის პოლიციის განყოფილებაში „ყვარელრემმშენის“ ხელმძღვანელი პირები დაკითხეს
11:02 08.02.2018
კომპანია „ყვარელრემმშენის“ ხელმძღვანელი პირები ვარკეთილის პოლიციაში კვლავ დაიკითხნენ.

ადვოკატის ინფორმაციით, სამართალდამცავ ორგანებს ლოგიკური შეკითხვები ჰქონდათ და ისინი საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი დაკითხვისა და პასუხისთვის მზად არიან.

„ლოგიკური შეკითხვები იყო, ისეთი, როგორიც უნდა გაჟღერებულიყო. საქმე ეხება უსაფრთხოების ნორმების დაცვას, შესრულებული სამუშაოს ხარისხს, კონტროლს. ჩვენ ამომწურავად გავეცით პასუხები. გარკვეული საბუთების წარდგენა გვთხოვეს... ელოდებიან ექსპერტიზის შედეგებს- ჯერ უნდა გახდეს ცნობილი, თუ რა მოხდა რეალურად. შედეგი ვიცით, მაგრამ რამ გამოიწვია ეს, ალბათ ამასთან დაკავშირებით იქნება კიდევ დამატებითი შეკითხვები და ამისთვის მზად ვართ“-განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ 30იანვარს, დილით ჭერი ჩამოინგა, რა დროსაც 14 ადამიანი დაშავდა.

ბეჭდვა