რიკოთთან სამგზავრო ავტობუსი სრულად დაიწვა
10:20 08.02.2018
რიკოთთან სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. ინციდენტი გამთენიისას მოხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ტრანსპორტში 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.