იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
10:22 10.07.2012
იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
22 და 24 წლის მამაკაცებს ბრალი ძარცვაში ედებათ. ისინი პოლიციამ ერთ-ერთი მაღაზიის გაძარცვის მცდელობის დროს დააკავა.

ეჭვმიტანილებმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ.

იტალიის პოლიციამ დაკავებულთა ჩხრეკისას ძარცვისა და კარის გასატეხად საჭირო ხელსაწყოები ამოიღო.

დაკავებულები სასამართლოს წინაშე უახლოეს საათებში წარსდგებიან.

ბეჭდვა