პაატა ბურჭულაძე: სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს?
პაატა ბურჭულაძე: სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს?
10:32 07.02.2018
ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში მისასვლელად და კითხვებზე პასუხისთვის მზადაა. ის უკვე საქართველოში იმყოფება. როგორც თვითონ განმარტავს ფონდს სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია და აღნიშნული საქმე არაა გამორიცხული მის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.

მას, სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაკითხავენ.

„ბოლოს და ბოლოს უნდა მორჩეს ეს უმსგავსობა, რაც ხდება საქართველოში. მე მზად ვარ ვუპასუხო ყველა იმ შეკითხვას და მეც მაქვს შეკითხვები პროკურატურასთან. რა დანაშაული უნდა იყოს? სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა. ხუთი თვეა უკვე ჩვენი საბუთები აქვთ წაღებული და ვერაფერი ვერ მონახეს და ვერც მონახავენ. მე ძალიან მწყდება გული, რომ პროკურატურაც ჩაათრიეს ამ საქმეში.

მგონი ეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება და არა მხოლოდ მაგას, სხვა რამეებსაც“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ „კურიერთან“ საუბრისას.

მთავარმა პროკურატურამ გამოძიება ფონდიდან დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე დაიწყო.

ბეჭდვა