ავსტრიაში მაღაზიის ძარცვისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
 ავსტრიაში მაღაზიის ძარცვისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
12:38 06.02.2018
ავსტრიაში მაღაზიის ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკევს.
არსებული ინფორმაციით, 25 და 31 წლის ეჭვმიტანილები ქალაქ პინკაფელდში აიყვანეს.
დაკავებულები 9 სხვადასხვა ქალაქში ჩადენილ დანაშაულებში არიან ბრალდებულები, მათ შორის ერთ-ერთ მათგანს 6 ათასი ევროს ღირებულების სუნამოების მოპარვა ედება ბრალად.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისთვის ორივე მათგანი სენტ პიოლტენის საპატიმროში იმყოფება.

ბეჭდვა