დემირელის სკოლების მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემასთან
დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლო დღეს გამოაცხადებს.
პროკურატურამ ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბრძანება ექსტრადირებასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნდა გამოსცეს.
თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით ძებნილი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოს ტერიტორიაზე 2017 წლის 24 მაისს იქნა დაკავებული.
