ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი ჩაცხრილეს
 ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი ჩაცხრილეს
09:31 05.02.2018
თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი ნიღბიანმა პირმა ჩაცხრილა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევის დროს მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.
მათივე თქმით, მოკლული დავით ქმოსტელი, მეტსახელად „ძივითაა“, რომელიც ლომთათიძის ქუჩაზე გაიზარდა, თუმცა მოსკოვში ცხოვრობდა და ამ ქუჩაზე მეგობართან მიდიოდა.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.


ბეჭდვა