პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი ამხილა
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი ამხილა
11:18 04.02.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, 1964 წელს დაბადებული რ.შ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული პირი დროებით მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარსა და სასტუმროში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.

სამართალდამცველებმა ბარსა და სასტუმროში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბეჭდვა