საქართველო -იაპონიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის ლევან კობერიძის განცხადებით, იაპონიის
მთავრობის მიერ ასეთი საჩუქრის გადმოცემა პოლიციის მოტივაციაში პოზიტიურ როლს ითამაშებს.
ამის შესახებ კობერიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების გადაცემის ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
„პირველ რიგში, ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ძალიან პროგრესულ, წინგადადგმულ ნაბიჯს. როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება სწორედ იმ მწვანე ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიურობის ავანგარდში, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის. მე, როგორც საქართველო- იაპონიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე, მოხარული ვარ, რომ იაპონიამ ასეთი საჩუქარი გადმოგვცა რომელიც ძალიან პოზიტიურ როლს ითამაშებს პოლიციის მოტივაციაში. ნამდვილად ძალიან სასიხარულო და ძალიან დადებით ემოციას აღძრავს, როდესაც ასეთი ავტომობილით ასრულებ შენს სამუშაოს. შენი ქვეყნისთვის, რომელიც იმავდროულად არის ფაქტობრივად მწვანე ტექნოლოგიის ნაწილი. ასე რომ, ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავრობას ამ ძალიან პროგრესულ ნაბიჯს“- განაცხადა კობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს იაპონიიის მთავრობის მიერ შსს-სთვის ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
