„სადახლოსა“ და „სარფში“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
 „სადახლოსა“ და „სარფში“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
17:48 31.01.2018
ერთი კვირის განმავლობაში საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,სარფი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საბერძნეთის მოქალაქეების, ე.გ-ს, ს.ს-სა და ლ.ზ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული (9 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (5.977 გრამი) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.




ბეჭდვა