ტრაპზონში ძარცვისთვის საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
ტრაპზონში ძარცვისთვის საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
10:20 31.01.2018
ტრაპზონში ძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.
თურქული მედიის ცნობით, მძარცველები მაღალსართულიანი სახლების ბინებში სახურავებიდან აღწევდნენ და ძვირფასეულობა და ელექტროტექნიკა ფანჯრებიდან გაჰქონდათ.
ბრალდებულების სახლიდან ნაძარცვი ნივთებია ამოღებული. ისინი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების საკნებში იმყოფებიან.

ბეჭდვა