ელიავას ბაზრობასთან ავტომანქანების საწყობში ხანძარი ლოკალიზებულია
10:29 30.01.2018
ელიავას ბაზრობასთან, გუდაუთას ქუჩაზე ავტომანქანების საწყობში ხანძარი ლოკალიზებულია.
ცეცხლი დაახლოებით დილის 7 საათისთვის გაჩნდა.
ხანძრის შედეგად დაიწვა 200 კვადრატული მეტრის ფართი, საწყობის სახურავი და იქ განთავსებული რამდენიმე ავტომანქანა.