ვახტანგ გომელაური საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
ვახტანგ გომელაური საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
15:30 25.01.2018
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს როზარია პუგლისის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეებისა და საერთო გამოწვევების დასაძლევად, ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

სუს-ის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმებს.

ვახტანგ გომელაურმა როზარია პუგლისის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ბეჭდვა