ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეს მანდატურმა უცხო ნივთი აღმოუჩინა. შემთხვევა
გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ნივთი ცეცხლსასროლი იარაღი იყო. აღნიშნულს უარყოფს სკოლის დირექტორი ფატი სიორიძე.
„სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მე-10 კლასის მოსწავლეს სკოლის მანდატურმა უცხო ნივთი შენიშნა. ჩამოართვა, გამოიძახა მშობელი და მშობლის თანადასწრებით მოხდა შესაბამისი ქმედებები. უცხო ნივთი რა იყო, შესაბამისი სტრუქტურები ადგენენ,“ - განაცხადა დირექტორმა.
შსს-მ საქმის შესწავლა დაიწყო.
