აშშ-ში ქართველი ექიმის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
აშშ-ში ქართველი ექიმის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
10:48 24.01.2018
ლუისვილის პოლიციამ ქართველი ექიმისა და მისი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. ის სამართალდამცველებმა, ტეხასში აიყვანეს. გამოძიება თვლის, რომ 23 წლის აარონ ჰერნანდესმა მკვლელობა ჩაიდინა და მტკიცებულებები გააყალბა.

ქართველი ექიმი დავით კანდელაკი და მისი მეგობარი მოკლული 21 იანვარს იპოვეს. პოლიციის ცნობით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

ბეჭდვა