სოფიო ვერძეული: შსს-ს ახალ დეპარტამენტს ექნება არაერთი ფუნქცია, რომლის ნაკლებობაც იყო ამ დრომდე საპოლიციო და საგამოძიებო სამსახურებში
სოფიო ვერძეული: შსს-ს ახალ დეპარტამენტს ექნება არაერთი ფუნქცია, რომლის ნაკლებობაც იყო ამ დრომდე საპოლიციო და საგამოძიებო სამსახურებში
14:23 23.01.2018
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის სოფიო ვერძეულის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური დეპარტამენტის შექმნის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ახალ დეპარტამენტს ექნება არაერთი ფუნქცია, რომლის ნაკლებობაც იყო ამ დრომდე საპოლიციო და საგამოძიებო სამსახურებში.

„მნიშვნელოვანია სპეციალური დეპარტამენტის შექმნის ინიციატივა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ დონეზე, რომელმაც უნდა აღმოფხვრას ის პრობლემები რაც აქვს საგამოძიებო სამსახურების მუშაობას, განსაკუთრებით დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისას. ეს ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი. წარმოდგენილი პრეზენტაცია მიუთითებს, რომ ამ ახალ დეპარტამენტს ექნება არაერთი ფუნქცია, რომლის ნაკლებობაც იყო ამ დრომდე საპოლიციო და საგამოძიებო სამსახურებში. ჩვენ უკვე გვექნება შესაძლებლობა სწორი სტატისტიკის წარმოებით, დავინახოთ რამდენად გაუმჯობესებულია ამ ტიპის დანაშაულებზე რეაგირების მეთოდები. რამდენად გაზრდილია საგამოძიებო სისტემის თანამშრომლების მგრძნობელობა, ასეთ დანაშაულებზე რეაგირების დროს“-განაცხადა ვერძეულმა.

ბეჭდვა