სომხეთის მოქალაქის მხრიდან არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
სომხეთის მოქალაქის მხრიდან არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
12:08 23.01.2018
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
სომხეთის მოქალაქის კ.ა-ს, კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს (წონა 196.44 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 12,966.33 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 12,966.33 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ბეჭდვა