ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავეუბლი არასრულწლოვნის ადვოკატის
განცხადებით, ახალი მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურამ წარადგინა, გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენაში დაეხმარება.
მისივე თქმით, აღნიშნული მასალების საქმეზე დართვას დაცვის მხარეც დაეთანხმა.
“ბრალდების მხარემ წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები, კონკრეტულად ექსპერტიზის ახალი დასკვნები და ამ მტკიცებულებების საქმეზე დართვა მოითხოვა. ჩვენ გავეცანით მას და ვეთანხმებით, რომ დართული უნდა ყოფილიყო საქმეზე. მიგვაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას“- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. შემდეგი პროცესი 25 იანვარსაა ჩანიშნული.
