კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სუბიექტებისთვის შემოწირულობის განმახორციელებელი 13 პირის დაჯარიმების საქმე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, სასამართლო პროცესზე მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი მტკიცებულება არ გაითვალისწინა და 13 პირი, ჯამში 1 მლნ ლარამდე უკანონოდ დააჯარიმა.
„მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე 7 საათის განმავლობაში განიხილავდა მოგელაძის უწყების მიერ შედგენილი ოქმების საკითხს. დაცვის მხარემ ყველა მტკიცებულება წარადგინა, რომელთა მიხედვით, შეწირული თანხების წარმომავლობა დასტურდებოდა, თუმცა, სასამართლომ ეს მტკიცებულები არ გაითვალისწინა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ეს ფაქტი არა მხოლოდ შემომწირველთა წინააღმდეგ, არამედ, კოალიციის საქმიანობის შეფეხებისკენაა მიმართული.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და პოლიტიკური პარტიებისთვის თანხის შემწირველი 17 პირი სამართალდამრღვევად ცნო. ყველა მათგანს განხორციელებული შეწირულობის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
