გმირთა მოედანზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა.
სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი, რომელიც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს გადაკვალიფიცირდა და ახლა მას გამოძიება ხულიგნობას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება.
„ბრალს არ აღიარებს, იყენებს დუმილის უფლებას. ცუდად გრძნობს თავს. გადაყავთ ექსპერტიზაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად.
რა მტკიცებულებები მიემატა მაშ შემდეგ რაც საქმე აღიძრა, არ ვიცი“-განაცხადა ადვოკატმა.
ინციდენტი ორი დღის წინ გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. დაზარალებული სამი ადამიანიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
