რუსთავში ხანძარს 50 წლამდე ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსთავში ხანძარს 50 წლამდე ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა
10:27 19.01.2018
რუსთავში ხანძრისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სიგარეტის ნამწვავიდან გაჩნდა და სახლში მყოფი 50 წლამდე ქალბატონი კვამლის შედეგად გაიგუდა. ის სახლში მარტო იმყოფებოდა.

„საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ამაოდ. სავარაუდოდ, სიგარეტს ეწეოდა და საწოლზე დაუვარდა, საიდანაც ცეცხლი გავცელდა“-განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

ბეჭდვა