სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გაათავისუფლეს
სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გაათავისუფლეს
23:40 18.01.2018
რუსთავში მომხდარი სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგიმ ჭანტურია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რუსთავში, ე.წ. „სტამბოლის ბაზრობის“ დირექტორის, 1964 წელს დაბადებული სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ ხორციელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებისას დაკავებულ გ.ჭ.-ს, რომლის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა-ვაზნები ამოიღეს, პოლიციამ სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავა, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ ეტაპზე, გ.ჭ.-ს ბრალი არ წარედგინა და მან უკვე დატოვა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი აგრძელებს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე შესაბამის ღონისძიებებს მტკიცებულებების შეგროვებისა და ბრალდებულის იდენტიფიცირებისთვის“-ნათქვამია განცხადებაში.


ბეჭდვა