მკვლელობის ბრალდებით გერმანიაში საქართველოს მოქალაქე და მისი რუსი მეუღლე
დააკავეს.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, დაკავებულები მსხვერპლთან ნაცნობობაში იყვნენ.
ბინის გაქურდვისას მათ სახლის მეპატრონე სასტიკად სცემეს და მიყენებული დაზიანებებისგან ის საავამდყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
"გამოძიება ფიქრობს, რომ დაკავებული ქალი პირდაპირ ნაცნობობაში იყო მსხვერპლთან და ეს ოჯახი მათ შემთხვევით არ შეურჩევიათ. გვაქვს მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ 46 წლის ქალს მსხვერპლის ოჯახთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა და ამ სახლშიც წლების განმავლობაში არა ერთხელაა ნამყოფი, შესაბამისად იცოდნენ სად შედიოდნენ და რომ ღირდა ამ სახლის გაქურდვა," - აცხადებს ქალაქ ულმის მთავარი პროკურორი მიშელ ბიშოფბერგერი.
