გიორგი ჭანტურიას ადვოკატი: მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენ გადმოგვეცა ფაქტობრივად გამამართლებელია
გიორგი ჭანტურიას ადვოკატი: მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენ გადმოგვეცა ფაქტობრივად გამამართლებელია
10:33 18.01.2018
საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. ანი კეკელიძემ ამის შესახებ ჭანტურიასთან შესვლამდე, მედიასთან განაცხადა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არაა.

"ზოგადად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი. არავითარი ჩანაწერები, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ, პირიქით, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა გუშინ, არის ფაქტობრივად მის მიმართ გამამართლებელი, არცერთი მათგანი არ ადასტურებს რაიმე შემხებლობას სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან და არც ასევე მის შემხებლობას 236-ე მუხლთან დაკავშირებით, რაც შეეხებოდა ვაზნებს. ანუ, არცერთ მუხლთან დაკავშირებით მის მიმართ მტკიცებულება არ არსებობს,” - განაცხადა ადვოკატმა ანა კეკელიძემ.


ბეჭდვა