კლუბ „ბასიანში“ მომხდარ ინციდენტზე ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს წინასწარი პატიმრობა
შეეფარდა.
ის სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ქვლივიძის ადვოკატი.
გამოძიება ბრალდებულს ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრას ედავება.
