მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
მანამდე სასამართლო სხდომა დაიხურა, სადაც ადვოკატის ინფორმაციით, წარდგენილი იყო ახალი დასკვნა ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
აბესაძე პატიმრობიდან 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ბრალდებულის უფლებადამცველებმა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი დასკვნა წარადგინეს.
ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავეს. გამოძიება მას ქრთამის აღებას ედავება.
