მარშალ გელოვანის გამზირზე ყვითელი მიკროავტობუსი დაიწვა. შემთხვევა გამთენიისას
მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ტრანსპორტში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
„ცეცხლი მოეკიდა და დაიწვა. გაზზე არ ყოფილა. არავინ არ იჯდა შემთხვევისას ტრანსპორტში და არც ის ვიცით რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა“-განაცხადა მძღოლმა "კურიერთან" საუბრსას.
