გიორგი ბაშალეიშივილი: პოლიციის თანამშრომელი იყო ალბათ რომელმაც მითხრა, რომ უნდა დაწერილიყო პატაკში თითქოს ორმხრივი სროლისას დაიღუპა ბუტა რობაქიძე
გიორგი ბაშალეიშივილი: პოლიციის თანამშრომელი იყო ალბათ რომელმაც მითხრა, რომ უნდა დაწერილიყო პატაკში თითქოს ორმხრივი სროლისას დაიღუპა ბუტა რობაქიძე
14:48 12.01.2018
ბუტა რობაქიძის საქმეზე მთავარი მოწმე გიორგი ბაშალეიშივილი დაიკითხა. როგორც მან პროცესზე განაცხადა, მას პატაკის შეცვლა დაავალეს, თითქოს ორმხრივი სროლისას დაიღუპა ბუტა რობაქიძე. მან ვერ გაიხსენა, თუ ვისგან მიიღო დავალება, რასაც სოსო რობაქიძის გაღიზიანება მოყვა და ის დარბაზიდან გააძევეს.

„პოლიციის თანამშომელი იქნებოდა ალბათ რომელმაც მითხრა, რომ უნდა დაწერილიყო პატაკში, რომ თითქოს ორმხრივი სროლა იყო და ამ დროს დაიღუპა ის. სახელი და გვარი არ ვიცი. ეს არ იყო რეალობა, რასაც ის მოითხოვდა“-განაცხადა მოწმემ.

ბეჭდვა