ქუთაისში სასტუმროს მშენებლობაზე მამაკაცი გარდაიცვალა
ქუთაისში სასტუმროს მშენებლობაზე მამაკაცი გარდაიცვალა
18:02 10.01.2018
ქუთაისში, მშენებარე სასტუმროდან შუახნის მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

60 წლამდე ასაკის მამაკაცს ერთ-ერთი ვერსიით, გულის შეტევა დაემართა, რა დროსაც მშენებლობიდან გადმოვარდა.

როგორც „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბეჭდვა