გიორგი კახიანი პანკისის სპეცოპერაციაზე: ხელოვნურად ნუ დავძაბავთ მდგომარეობას
გიორგი კახიანი პანკისის სპეცოპერაციაზე: ხელოვნურად ნუ დავძაბავთ მდგომარეობას
13:31 10.01.2018
პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებთ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის კრიტიკას ეხმაურება.

როგორც გიორგი კახიანი აცხადებს, ხშირად ჩანს, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის სურვილი აქვს და დასძენს, რომ ფეთქებად საშიში სიტუაცია არ უნდა წარმოვაჩინოთ.

„რაც დავინახე შესაბამისი სამსახურების საქმიანობასა და განწყობებში, ისინი არიან მაქსიმალურად მონდომებულები იმგვარად, რომ გამოძიებამ არ იზარალოს, მაქსიმალურად მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება გამოძიების საკითხებზე და ზოგადად ამ საქმესთან მიმართებაში. ხელოვნურად ნუ დავძაბავთ მდგომარეობას და ნუ წარმოვადგენთ ფეთქებად საშიშ ვითარებას. ასეთი დამოკიდებულება და განწყობა შეიძლება უარყოფითად აისახოს იქ არსებულ პირობებზე. ხშირად მეჩვენება, რომ ამის ხელოვნურად დაძაბულობის შექმნას და ზოგიერთი პოლიტიკოსი ასეთი სურათის წარმოჩენას ისახავენ მიზნად, ეს არასწორია და არასახელმწიფოებრივი მიდგომაა,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა, დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბეჭდვა