სანაპიროზე 20 წლის ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს
სანაპიროზე 20 წლის ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს
10:13 09.01.2018
თბილისში, მტკვრის სანაპიროზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მას ახლობლები და ოჯახის წევრები კვირაზე მეტხანს ეძებდნენ.

20 წლის დავით ტორიაშვილის ცხედარს ყელის არეში დაზიანებები აღენიშნება. ის უკვე საკუთარ სახლშია გადასვენებული.

მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ბეჭდვა