შსს უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს
შსს უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს
17:08 08.07.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს.
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორად - პოლიციის პოლკოვნიკი ვახტანგ ბოჭორიშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორად - პოლკოვნიკი ლევან ქარდავა, ხოლო შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორად- ვიცე პოლკოვნიკი რევაზ შიუკაშვილი დაინიშნა.
შსს გენერალური ინსპექციის უფროსად - პოლიციის პოლკოვნიკი თენგიზ გუნავა დასახელდა, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი - პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი ალექსანდრე სვინტრაძე იქნება, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი - პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი გიორგი კოკაია.
შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად - პოლიციის პოლკოვნიკი ლევან კახიანი, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად - პოლიციის მაიორი ილია გამგებელი, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად - პოლიციის კაპიტანი ვეფხია საგინაშვილი, ხოლო ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად - ირაკლი ყიფშიძე დაინიშნა.
შს მინისტრის მოადგილეებად ეკატერინე ზღულაძე, შოთა ხიზანიშვილი, შალვა ჯანაშვილი, გიორგი ლორთქიფანიძე და ნოდარ ხარშილაძე და ნიკა ძიმცეიშვილი დაინიშნენ, რომელიც ამავდროულად სასაზღვრო პოლიციის უფროსი იქნება.

ბეჭდვა