რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს
რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს
12:40 08.01.2018
რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს. მას კლინიკაში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას გულისხმობს, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ბეჭდვა