ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელის პაატა ბურჭულაძის დაკითხვა იანვარში აღარ მოხდება. მისი
ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, პროცესი გამომძიებლის შვებულებაში ყოფნის გამო გადაიდო. მას, სავარაუდოდ, თებერვლის თვეში დაკითხავენ.
„გამომძიებლისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის 8 იანვარს იქნებოდა შვებულებაში. თვითონ უნდა განსაზღვროს გამოძიებამ დაკითხვის მომავალი თარიღი. ბატონი პაატა მზად არის ჩამოვიდეს თებერვლის შუა რიცხვებში და მისცეს სასამართლოს მსვლელობა“-განაცხადა ადვოკატმა.
მთავარმა პროკურატურამ გამოძება დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფქტზე დაიწყო.
