ქუთაისში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო ბინა აფეთქდა
ქუთაისში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო ბინა აფეთქდა
10:54 08.01.2018
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ერთ- ერთი ბინა აფეთქდა. შემთხვევისას ერთი ქალბატონი დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„ბინა ვნახე და სულ დაზიანებულია. ორი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ იმ დროს ერთი მოხუცი ქალბატონი იმყოფებოდა ბინაში. საბედნიეროდ, გადარჩა“-განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

ბეჭდვა