სასაზღვრო პოლიციის უფროსად ნიკა ძიმცეიშვილი დაინიშნა
სასაზღვრო პოლიციის უფროსად ნიკა ძიმცეიშვილი დაინიშნა
16:02 08.07.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად ნიკა ძიმცეიშვილი დაინიშნა. იგი მანამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.
ნიკა ძიმცეიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალიას მოადგილეცაა. ასევე, მოადგილეების თანამდებობებს იკავებენ - ეკა ზღულაძე, შალვა ჯანაშვილი, გია ლორთქიფანიძე, ნოდარ ხარშილაძე და შოთა ხიზანიშვილი. ხიზანიშვილი შეითავსებს ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ფუნქციებს.
ამასთან, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად ვახტანგ ბოჭორიშვილი იმუშავებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ხუთი მოადგილის ნაცვლად, უკვე ექვსი ჰყავს. შესაბამისი ცვლილება პრეზიდენტის ბრძანებულებით შსს-ს დებულებაში განხორციელდა.


ბეჭდვა