შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
10:25 04.01.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ჯ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ბეჭდვა