საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, 7480 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ
შემოტანის ფაქტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აზერბაიჯანის მოქალაქის, ჯ.ა-ს ავტომობილის დათვალიერებისას გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.
