სასჯელაღსრულების სამინისტრო №8 დაწესებულებაში ინცინდენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
სასჯელაღსრულების სამინისტრო №8 დაწესებულებაში ინცინდენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
15:16 07.07.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო გლდანის №8 დაწესებულებაში ინცინდენტის  შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
ამის შესახებ სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო დაწესებულებაში ინციდენტის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. სამწუხაროა, რომ გარკვეული სუბიექტები მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისას, პატიმართა ოჯახების წევრების მდგომარეობას არ ითვალისწინებენ“- ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა