გიორგი გახარია: გუშინდელი ფაქტის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონტაქტი დროის ფუჭი ხარჯვაა
 გიორგი გახარია: გუშინდელი ფაქტის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონტაქტი დროის ფუჭი ხარჯვაა
17:23 21.12.2017
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები ცარიელია და პროვოკაციებზეა დაყრდნობილი.

ამის შესახებ გახარიამ პრემიერისა და „ნაცმოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპირისპირებასთან დაკავსირებით განაცხადა.


„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ზოგიერთ ჯგუფს ჰგონია - მის არსებობას მნიშვნელობა აქვს. რეალურად, გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ მათი ქმედებები აბსოლუტურად ცარიელია და მხოლოდ პროვოკაციებსა და უაზრო ჭორებზეა დაყრდნობილი. საჭიროდ არ ვთვლი, ამაზე რაიმე რეაქცია მქონდეს. ეს არის ცარიელი, ყველანაირ შინაარსს მოკლებული რეპლიკები, ჭორები და გაუგებარი ბრალდებები. ამიტომ ვთვლი, რომ დღეიდან ამ ძალასთან არ უნდა გვქონდეს კონტაქტი , ეს დროის ფუჭი ხარჯვაა“ – განაცხადა გახარიამ.
























ბეჭდვა